„არჩევნები გადამწყვეტია საქართველოსა და EU-ს ურთიერთობებისთვის“ – ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას აქვეყნებს.
ფონ დერ ლაიენი წერს, რომ დიდ პატივს სცემს ზურაბიშვილის ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი.
„ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში შედგა – მომავალი უმნიშნელოვანესი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის, და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნავს იგი.
ფონ დერ ლაიენის გარდა, ზურაბიშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით