ტერორისტების ქართველი მსხვერპლი ისრაელში

ტერორისტების ქართველი მსხვერპლი. 44 წლის ილია ნოზაძე თავდამსხმელებმა იმ დროს დაცხრილეს, როდესაც ის მატარებელით სამსახურიდან ბრუნდებოდა. სამი ტყვიით დაჭრილი ქართველის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თელავივსა და იერუსალიმში მომხდარ ტერაქტებს სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ტერაქტების პარალელურად ირანმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა ქვეყნის ქალაქებზე. ს მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ახლა რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ისრაელი საპასუხო ზომებისთვის ემზადება.