საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე – რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა – დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციებია

რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა. დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციებია, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა.
„რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა. ეს არის ის, რომ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა. რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი საკონსულო რეგისტრაციის გავლა, საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას იხსნება უბნები. ზოგიერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შესაძლოა გაიხსნას 1-ზე მეტი უბანი, შეიძლება იყოს 2, 3 და 4 უბანიც კი. ყველაფერი საარჩევნო პრინციპების დაცვით წარიმართება, არსებულის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები“,- აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა