განათლების ახალი მინისტრი – იმედი მაქვს, კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას – განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებითა და შრომით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის დაწყებული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს, მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძე გიორგი ამილახვარს შეცვლის. გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა