განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების და მეცნიერების ახალი მინისტრი, ალექსანდრე წულაძე წარადგინა.
წულაძემ წარდგენის შემდეგ ირაკლი კობახიძეს მიმართა: „ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი“.
ახალმა მინისტრმა განათლების სფეროს შესახებ მოკლედ ილაპარაკა. „განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობით და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – აღნიშნა მან.
წულაძეს 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე განათლების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ალექსანდრე წულაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2023 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ის მანამდეც საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში.
· 2023/12 – 2024/08 – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
· 2019-2023 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
· 2017-2019 – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm”-ის მმართველი პარტნიორი;
· 2017-2019 – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
· 2015-2017 – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
· 2012-2015 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
· 2011-2012 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.
განათლების მინისტრის თანამდებობა გიორგი ამილახვარმა 28 სექტემბერს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა