„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ცინცაძის ქუჩაზე შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
„ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
დელეგატის თქმით, მოქალაქეები ინდივიდუალური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ „ქართული ოცნების“ მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები