ანტიკორუფციულმა ბიურომ გაითვალისწინა პრემიერი მოწოდება, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე,“ რომლითაც ორგანიზაცია და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო.
„არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, გამოვიყენო დისკრეცია და „გამჭვირვალობა — საქართველოს“ და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლითაც თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დავავალდებულეთ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის“, — განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მან თქვა, რომ თუკი ორგანიზაციების მიერ მოხდებოდა პოლიტიკური მიზნებით დანახარჯების გასაჯაროება, „ფარდა აეხდებოდა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს“ და გამოჩნდებოდა, რა ფინანსური ინტერესების დგას მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზნით გაკეთებული განცხადებების უკან.
„მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ მიერ გამოვლენილი არაერთი ფიზიკური პირი გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისთანავე მალევე შეუერთდა შესაბამის პოლიტიკურ პარტიას, რითაც მათ დაადასტურეს ჩვენი გადაწყვეტილებების უტყუარობა. ამასთან, არცერთი გადაწყვეტილება არ იზღუდება ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ არჩევნებზე დაკვირვების უფლება. ეს წარმოადგენს სიცრუეს და სპეკულაციას“, — განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 1-ელ ოქტომბერს ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებს, გადახედოს თავის გადაწყვეტილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე,“ რომლითაც ორგანიზაცია და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო.
თუმცა, კობახიძის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული.
საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TI) განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან.