„ევროპელი დემოკრატები“ ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე შეხვედრებს მართავენ

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე შეხვედრებს მართავენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, 2 ოქტომბერს გაიმართა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას შეხვედრა -ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან დენიელ ფრიდთან. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო ვითარებაზე და საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე.
„დენიელ ფრიდი ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის იკავებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს და კარგად იცის საფრთხეები, რაც შესაძლოა ქვეყანას დღეს ემუქრებოდეს ოკუპანტი ქვეყნიდან. ბატონი ფრიდი კარგად არის ინფორმირებული თუ რა ვითარებაა შექმნილი საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რაც იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა. დენიელ ფრიდმა გამოხატა სურვილი, საქართველოში ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში, რაც უზრუნველყოფს შედეგს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარების და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის“, – აცხადებს პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ