ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღით შეიზღუდება

ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, აღნიშნული გზის აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ფრიდონ ხალვაშის გამზირი) მონაკვეთზე, დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა 2024 წლის 01 ოქტომბრის ნაცვლად, 2024 წლის 02 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში.
დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ვეფხია კასრაძე – შეიძლება მალე „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ გაასამართლოს ხალხი, თუ ეს კლოუნადა არ შევაჩერეთ – საზოგადოების უპირველესი დაკვეთა პატიმართა საქმეების გადახედვა უნდა იყოს