მედია – ისრაელში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 9 დაშავდა

მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტები მოქალაქეებს თელ-ავივის რკინიგზის ხაზზე დაესხნენ თავს, რის შემდეგაც თავდასხმები ქალაქში, იერუსალიმის ქუჩაზე გააგრძელეს.
პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.