საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.
მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა.
პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.