“არ მახსოვს ეს ვინ თქვა, მაგრამ რომელიღაცამ თქვა…” – კალაძის პასუხი რომელიღაცა კონგრესმენს

კახა კალაძე კონგრესმენების განცხადებაზე: ეს ადამიანები სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, დღეს კი ამბობენ, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს. ეს არის აბსურდული განცხადება „ჩვენ ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს და სავარაუდოდ, ს თარიღამდე ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება. როგორ შეიძლება, რომ ეს სისულელე თქვა? ქართველს ამას როგორ ეუბნებიან, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს? გავიხსენოთ, სად ვიყავით 2012 წლამდე, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ იმ ბოროტებას, იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა. ზუსტად არ მახსოვს ვინ, მაგრამ რომელიღაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ საქართველო ადრე კარგი სათამაშო იყო და დღეს ეს სათამაშო დაზიანებულიაო. წარმოგიდგენიათ ჩვენს ქვეყანასთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ საქართველო ვიღაცის, თუნდაც ამერიკის სათამაშო ყოფილა? ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ. ამ რადიკალებს და ამ ბოროტებას 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა მ.