უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომის ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან რთულია.
„დღეს გვქონდა დეტალური და ძალიან გრძელი საუბარი მთავარსარდალ სირსკისთან და გენერალური შტაბის უფროს ბარჰილევიჩთან. საუბარი ორსაათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. მოხსენებები ჩვენი ფრონტის ხაზის თითოეული სექტორის, ჩვენი შემდგომი შესაძლებლობებისა და ჩვენი კონკრეტული ამოცანების შესახებ. სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რეალური და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია რუსეთზე ზეწოლის მოხდენა ყველა არსებული საშუალებისა და ინსტრუმენტის გამოყენებით.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ ყველა არსებული საშუალებისა და ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზანს – უკრაინისა და მთელი ჩვენი ხალხისთვის რეალურ და სამართლიან მშვიდობას. ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ შემოდგომაზე, რისი მიღწევაც შეიძლება, უნდა მივაღწიოთ და ეს უკრაინის გუნდში ყველაზეა დამოკიდებული. „რამშტაინამდე“ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.