ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა, ბეიჯინგში( ATP 500), ტელონ გრიკსპური, ანგარიშით 6:1 6:2 დაამარცხა და ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა. 21 წლისა და 4 თვის ესპანელმა, ამ მოგებით კარიერაში მე-200 გამარჯვება მოიპოვა. კარლოსმა ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ჩოგბურთელებს, როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრო.
ნოვაკმა 200-მოგებიან სერიას, 21 წლისა და 9 თვის ასაკში მიაღწია, ხოლო თავის მხრივ როჯერმა ეს 21 წლისა და 10 თვის ასაკში შეძლო. დიდი სამეულიდან უფრო სწრაფი შედეგი მხოლოდ რაფაელ ნადალს ჰქონდა.
ახალგაზრდა ესპანელს ამ ასაკში უკვე 15 ATP ტიტული აქვს მოპოვებული, მათ
შორის 4, დიდი სლემის ტურნირია. (2-Wimbledon, 1-Us Open, 1-Roland garros).
ესპანელმა, გრიკსპურის შემდეგ, რუსი კარენ ხაჩანოვის დამარცხებაც შეძლო (7:5 6:2) და ბეიჯინგის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. იქ კი მისი მეტოქე, ასევე რუსი ჩოგბურთელი, დანილ მედვედევი იქნება.