ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე, კრემლი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი, მიხეილ მიშუსტინი 30 სექტემბერს თეირანში ჩავა და ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან გამართავს შეხვედრას.
მოსკოვმა დაგმო ისრაელის თავდასხმები ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლაზე ლიბანში.
ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულ იქნა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად.
დასავლეთის ხელისუფლებები თეირანს ადანაშაულებენ რუსეთისთვის იარაღის, განსაკუთრეით დრონების მიწოდებაში – რასაც რუსეთი უკრაინაში წარმოებულ ომში იყენებს.
პრემიერ-მინისტრის სტატუსის მიუხედავად, მიშუსტინს მცირე ძალაუფლება აქვს რუსეთში – სადაც დომინანტურ ფიგურას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წარმოადგენს. თუმცა ირანში მისი ვიზიტი შესაძლოა აღქმული იყოს ირანისთვის მხარდაჭერის გამოცხადებად, ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობის პირობებში.