არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტია “თავისუფლება” უსწრებს მმართველ კონსერვატორებს

ავსტრიაში 29 სექტემბერს გამართული საყოველთაო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენე პარტია “მშვიდობა” უსწრებს მმართველ კონსერვატორებს და შესაძლოა პირველად მოიპოვოს გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის, ORF-სთვის ჩატარებული კვლევით, ნაწილობრივ დათვლილ ხმებზე დაყრდნობით “თავისუფლებამ” მოიპოვა ხმების 29.1 პროცენტი, კანცლერ კარლ ნეჰამერის “ავსტრიის სახალხო პარტიამ” – 26.2 პროცენტი. მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სოციალ-დემოკრატები ამ მონაცემებით მესამე ადგილზე გადიან, ხმათა 20.4 პროცენტით.
ჰერბერტ კიკლს – ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიტიკური კამპანიების ვეტერან სტრატეგიკოსს, რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს პარტიას “თავისუფლება” – სურს პრემიერ-მინისტრი გახდეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პირველი არჩევნებით, რომელშიც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე ძალა გაიმარჯვებს. მაგრამ საიმისოდ, რომ ავსტრიის ახალი ლიდერი გახდეს, მას კოალიციური პარტნიორი დაჭირდება უმრავლესობის შესაქმნელად პარლამენტის ქვედა პალატაში – მისი მეტოქეები კი აცხადებენ, რომ კიკლთან არ იმუშავებენ.