ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი ევროკავშირის დაფინანსებას ითხოვენ საზღვრის დაცვის მასშტაბური ხაზის ასაშენებლად

ნატოს წევრი ქვეყნები – , ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი – ევროკავშირის დაფინანსებას მოითხოვენ, რათა რუსეთსა და ბელარუსთან თავიანთი საზღვრების გასწვრივ ააშენონ ბუნკერები, ბარიერები, სადისტრიბუციო ხაზები და სამხედრო საწყობები, – აცხადებენ ესტონეთის წარმომადგენლები 28 სექტემბერს.
ბალტიის სამ ქვეყანას იანვარში გამოცხადებული ჰქონდა გეგმა “ბალტიის თავდაცვის ხაზის” ასაშენებლად. მაისში მსგავსი პროექტი, სახელად “აღმოსავლეთის ფარი”, გამოაცხადა პოლონეთმაც, იმ მიზნით, რომ გააძლიეროს საზღვრები ს კალინინგრადის ექსკლავსა და ბელარუსთან.
“თავდაცვის ხაზის საჭიროება მომდინარეობს უსაფრთხოების ვითარებიდან და მხარს უჭერს ნატოს ახალ კონცეფციას წინმავალი თავდაცვის შესახებ”, – ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური.

ასევე დაგაინტერესებთ