ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ჩვენს მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო – ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიასა და ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მმართველი პარტია ში მიმდინარე ომის ინსტრუმენტალიზაციისა და საკუთარი საარჩევნო მიზნების გამოყენებისთვის.
ზურაბიშვილმა ისაუბრა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზეც. პრეზიდენტის თქმით, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ომის გამოუცხადა ქვეყნის მეგობრებსა და პარტნიორებს იმისთვის, რომ ოკუპანტის გვერდით დამდგარიყო.
“მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, ჩათვალა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, რომლებზეც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი, სადაც ვიცით, რამდენი ბავშვი დაიღუპა და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; განადგურებული კათედრალი უკრაინაში და გვერდით – სამების საკათედრო ტაძარი თბილისის შუაგულში. ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ და შეიძლება, ოპტიმისტები ვიყოთ. აღშფოთება გამოიწვია, ასევე, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებშიც. “ქართული ოცნების”, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი – ქართულ კოშმარად იქცა”. ამდენად, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი […] [ბიძინა ივანიშვილმა] პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო. ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში. თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს. მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო [“ფორმულას” თარგმანი]”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
ზურაბიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე და მას ეგზისტენციალური უწოდა. მისი თქმით, თუ არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდება, მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველო შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე. “ქართული ოცნების” გამარჯვების შემთხვევაში “აღარ იქნება საქართველო”.
ზურაბიშვილის შეფასებით, თუ საქართველომ აღარ გააგრძელა გზა ევროკავშირისკენ, ეს დარტყმა იქნება სომხეთისთვისაც, “რომელსაც სჭირდება ხიდი” და მთელი კავკასიისთვის. ასევე, თავად ევროპისთვის, რომელსაც სჭირდება წარმომადგენლობა ამ მნიშვნელოვან რეგიონში.
“რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს, რომელსაც პატივი უნდა სცეს. რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც, პატივი უნდა სცეს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს და გახდეს ნორმალური სახელმწიფო. ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება. ეს მიუღებელია თუ მშვიდობა კეთილდღეობა და განვითარება გვსურს [“ფორმულას” თარგმანი]”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადებები გააკეთა ფილმის – “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო ” ჩვენებაზე. ფილმის ჩვენება და დისკუსია 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან “თავისუფლების ინსტიტუტი” და “აფხაზთა კრება”.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის გარდა ესწრებოდნენ საფრანგეთის ყოფილი და მოქმედი ევროპის მინისტრები, ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი.
დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება. რამდენიმე თვის წინ ფილმის ჩვენება გაიმართა აშშ-ს კონგრესში. ასევე, გერმანიაში, ბონის უნივერსიტეტსა და შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან