“პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” სა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ბათუმის დელეგატ რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ქალაქ ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის, 26 მაისისა და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა ქალაქში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე.
„მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს. უმრავლესობა თანადგომას და მხარდაჭერას გვიცხადებს, რაც დიდი სტიმულია გავუძღვე კეთილსინდისიერად ჩემს სამომავლო საქმიანობას,“- განაცხადა აჩიკო ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – “ოცნებას” პარტნიორების მოწოდება, რომ გააძლიერონ დემოკრატიული რეფორმები, არ აწყობს, რადგან მაღალჩინოსნების ნახევარზე მეტი უკვე ციხეში იჯდებოდა – მათ სურთ კომფორტში დარჩნენ და მიდიან იზოლაციისკენ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი პატივს მიაგებს ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა