Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 4 მილიონამდე გაიზარდა

SpaceX-ის მიერ შექმნილ Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს ახლა უკვე 4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც ამ ტექნოლოგიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
ამჟამად Starlink-ს დედამიწის გარშემო 6,000-მდე სატელიტი აქვს გაშვებული და მისი სერვისი 100-მდე სახელმწიფოშია ხელმისაწვდომი, მათ შორის საქართველოშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ 4 მილიონიდან ზოგიერთი მომხმარებელი სწორედ ჩვენი სამშობლოდანაა.
სატელიტური ინტერნეტი ის რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომლის განვითარებაზე პლანეტის უმსხვილესი SpaceX-ი მუშაობს. კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, უკაბელო ინტერნეტი პლანეტის ყველაზე რთულად მისაღწევ წერტილებში კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე თავად ტექნოლოგიურ პროგრესს. მასკი იმასაც ამბობს, რომ დედამიწასა და მის კოლონიებს შორის კავშირი სწორედ სატელიტური ინტერნეტით დამყარდება, ამიტომ ეს ტექნოლოგია არა მარტო ჩვენი პლანეტის, არამედ სხვა ციური სხეულების ასათვისებლადაც გვჭირდება.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ