აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ABC News-ის ცნობით, ქარიშხალ „ჰელენს“ ჯორჯიის შტატში 15 ადამიანი ემსხვერპლა, ფლორიდაში 9, სამხრეთ კაროლინაში 17, ჩრდილოეთ კაროლინაში 2 და 1 ვირჯინიაში.
ქარიშხლის შედეგად ქვეყნის სამხრეთში 4,6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, ფლორიდაში ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ 225 კმ/სთ-ს მიაღწია, მას შემდეგ ქარიშხალი „ჰელენი“ შესუსტდა და ახლა მისი დონე პოსტ-ტროპიკულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან