რუსეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც პუტინის პარტიის დეპუტატი იჯდა

რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, კერძო ვერტმფრენი, Robinson R44, ჩამოვარდა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა და როგორც ირკვევა, მათ შორისაა პუტინის პარტიის, “ერთიანი ” ერთ-ერთი დეპუტატიცაა. ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით რუსულ მედიაში ვრცელდება, თუმცა, ამ დროისთვის მედია მის ვინაობას არ აკონკრეტებს.

ცნობილია, რომ ვერტმფრენი, რომელიც სოფელ ბიჩიედან სოფელ კარანდაშევსკაიაში მიემართებოდა, გაუჩინარდა და ეკიპაჟი კავშირზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც სამძებრო ოპერაცია დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ვერტმფრენის ნამსხვრევები და ავარიის ადგილზე – ორი ცხედარი.

ფრენა შესაბამისი ოფიციალური ნებართვის გარეშე სრულდებოდა.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?