ალექსანდრ ლუკაშენკო – საზღვრის დარღვევა იქნება წითელი ხაზი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდება, ბელარუსის საზღვრის დარღვევაა.
„ფორუმზე ვთქვი, რომ ბელარუსზე თავდასხმა არის მესამე მსოფლიო ომი, მადლობა, რომ ცოტა ხნის წინ პუტინმა დაადასტურა ეს, შეიტანა რა ცვლილებები ბირთვულ დოქტრინაში, რომ რუსეთსა და ბელარუსზე შეტევა და ჩვენ ვიყენებთ ბირთვულ იარაღს. მან დაადასტურა ჩემი სიტყვა. ეს იყო ჩემი განცხადების არსი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დასავლეთს არ სურს მსოფლიო ომი.
„ჩვენ გამოვიყენებთ ატომურ იარაღს – შეიძლება გვიპასუხონ და ასევე რუსეთსაც. ამიტომ, გამოიყენებს მთელ არსენალს და ეს უკვე მსოფლიო ომია. ეს არც დასავლეთს უნდა. ისინი არ არიან ამისთვის მზად. მაგრამ ჩვენ მათ გულწრფელად ვეუბნებით: წითელი ხაზი არის სახელმწიფო საზღვარი. თუ ფეხს დაადგამთ – პასუხი მყისიერი იქნება. ამისთვის ვემზადებით. ამაზე გულწრფელად და ღიად ვსაუბრობ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა