ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ნატო სახმელეთო სარდლობას განთავსებს

მომავალ წელს, ნატო ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ახალ სახმელეთო სარდლობას შექმნის. სწორედ ამ სარდლობას დაევალება, ჩრდილოეთ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსის სახმელეთო ძალების ოპერაციების წარმართვა. განცხადება ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს, 27 სექტემბერს, გააკეთა.
ფინეთი ნატოს გასულ წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც მეზობელი , უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ახლა, ფინეთი თავის ტერიტორიაზე ალიანსის წარმომადგენლობას აყალიბებს.
„დღეს დილით გადავწყვიტე, რომ ნატოს შევთავაზებთ მიკელში, არმიის შტაბთან ერთად სარდლობა შექმნას“, – თქვა ანტი ჰაკანენმა. ფინეთის თავდავდაცვის მინისტრმა, ამის შესახებ ივნისშიც ისაუბრა და თქვა, რომ ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ, გეგმის მიმართ პოლიტიკური თანხმობა გამოხატა.
ჰაკანენმა პრესკონფერეციაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ დანაყოფის თავდაპირველი წლიური ბიუჯეტი 8,5 მილიონი ევროს შეადგენს და იქ წარმოდგენილი იქნება რამდენიმე საერთაშორისო ოფიციალური პირი.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ფინეთმა და შვედეთმა, რომელიც ალიანსის წევრი წელს გახდა, განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ფინეთში ნატოს უცხოური ჯარების ვიზიტებს და საერთაშორისო წვრთნებს კოორდინაციას გაუწევს.
პარასკევს, იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას, ფინეთის არმიის სარდალმა პასი ვალიმაკიმ თქვა, რომ ახალი დანაყოფის გეოგრაფიული არეალი მოგვიანებით გადაწყდება, მაგრამ თავდაპირველად ის ზედამხედველობას გაუწევს სახმელეთო ძალების ოპერაციების დაგეგმვას სკანდინავიის რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ