კახა კალაძე – ვინც არ უნდა იყოს, გინდა ამერიკელი, ევროპელი, რუსი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ეწინააღმდეგება და სურვილი აქვს ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, ჩემთვის ყველა მტერია

არ ვიცი, ბრეჟნევს რა იდეოლოგია აქვს, ეტყობა, თქვენ კარგად იცნობდით ბრეჟნევს და მის იდეოლოგიას, ეტყობა, მოგწონთ და ატარებთ, რადგან ეძიებით და იცით, რა იყო მისი იდეოლოგია, მშვიდობაში მოგახმაროთ ერთმანეთი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: “საარჩევნო ბანერები, რომელიც თბილისში გამოჩნდა საბჭოთა კავშირში, წინასაარჩევნო პერიოდში ბრეჟნევის იდეოლოგიით იყო შექმნილი, კომუნისტური პარტიის და “ქართულ ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია ერთმანეთს რატომ ჰგავს”.
კალაძის განმარტებით, დედაქალაქში გამოჩენილი საარჩევნო ბანერები მოსახლეობას შეახსენებს, თუ ვინ და რა უნდა აირჩიოს.
„რაც შეეხება თბილისის ქუჩებში გამოკრულ ბანერებს, ეს არის სამწუხარო რეალობა, მხედველობაში ომი მაქვს, რომელიც ში ხდება. ეს შედეგები უმძიმესია, რა შედეგებიც ომს მოაქვს. სამწუხაროდ, საქართველოში დღეს წარმოდგენილია რადიკალური პოლიტიკური პარტიები – ოპოზიციის სახით და არასამთავრობო ორგანიზაციები (თუმცა ესენი ყველა ერთნი არიან), რომლებიც პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტთან დაკავშირებით, აჟღერებდნენ “მესიჯებს”, რომ „გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო”, მაშინ როდესაც ჩვენ სანქციებს არ შეუერთდით და მეორე ფრონტთან დაკავშირებით მკაფიო “მესიჯი” გავაჟღერეთ. შესაბამისად, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, სჭირდება შეხსენება, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს. რას ვირჩევთ ჩვენ? – ომს, წარსულში დაბრუნებას, უბედურებას, განადგურებულ ქალაქებს, სოფლებს, დაღუპულ, დაჩეხილ მოსახლეობას, თუ ვირჩევთ – მშვიდობას, განვითარებას, წინსვლას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
უხერხულობა, მიუღებლობა არის ის რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც ხდება უკრაინაში და ჩვენდა სამწუხაროდ, საუბედუროდ, დღეს ქვეყანაში წარმოდგენილია რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა”, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და ის უბედურება ქვეყანაში დატრიალებულიყო, რაც სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს, გაიხსენეთ 2008 წელი. ვიცით, ეს ყველაფერი რამდენად მძიმეა და რა შედეგები მოაქვს ომს და შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. ჩვენი პოლიტიკა მშვიდობაზე გადის, გვინდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება.
დღეს, ს მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. სამწუხაროდ, ეს არის შემდგარი ფაქტი და რეალობა, თუმცა ვინც არ უნდა იყოს – გინდა ამერიკელი, ევროპელი, რუსი და ა.შ. წარმომადგენელი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ჩემს ქვეყანაში მშვიდობას ეწინააღმდეგება და ვისაც სურვილი აქვს ჩემს ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, დაზიანდეს ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხი, ჩემთვის ყველა მტერია”, – განაცხადა კალაძემ.