„ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ნინოწმინდის სოფლების: ყაურმას, ეშტიას, უჯმანასა და თორიას მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით უკვე განხორციელდა.
ასევე, მათივე ცნობით, ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მჯერა, 26 ოქტომბერს ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს, რაც ჩვენი ქვეყნისათვის მშვიდობისა და სტაბილურობის მყარი საფუძველი იქნება,“- განაცხადა სამველ მანუკიანმა.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი – ანივარდ მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე – ვაან აროიანი, მერის წარმომადგენლები ზემოხსენებულ სოფლებში და საკრებულოს სხვა თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ისეთი განცდა მაქვს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქანდაკებების აღება არ გვაპატიეს და თანამედროვეობის ნიშან-წყალს აქრობენ საქართველოდან – როგორც პოლიტიკურად, ისე არქიტექტურულად (ვიდეო)

შოთა დიღმელაშვილი: როცა პირიქით, სპორტსმენი, რომლის სახელსაც პრესკონფერენციით ვიგებთ და არა მის გამო სადმე აწეული დროშით, მმართველ ელიტებს ეხუტება და სუსტების ჩაგვრით იმუქრება, აბა, რა ეროვნული ღირსების დაცვაზეა საუბარი?