თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით კატარის დედაქალაქ დოჰაში ჩავიდა.
ერდოღანს ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში კატარის ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ხალიდ ბინ მუჰამედ ალ ატიაჰი, დოჰაში თურქეთის ელჩი მეჰმედ მუსტაფა გოქსუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი და კატარის ამირა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მეცხრე შეხვედრას უხელმძღვანელებენ.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება თურქეთ-კატარის ურთიერთობების ყველა ასპექტი და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.