ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, 28 სექტემბერს, ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა 4 ლოკაციაზე შეეძლებათ.
„ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:
10:00-11:00 სთ – ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ);
12:00-13:00 სთ – რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან);
14:00-15:00 სთ – დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ);
16:00-17:00 სთ – დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ