„წლების განმავლობაში ჯაფარიძეს უცხოელი პატრონები არ სწყალობდნენ. ის დიდხანს ცდილობდა ქართველი აგენტების სიაში ჩაწერას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდა მისი კოლეგების პატრონების გულის მოგებას.
არაერთი უშედეგო მცდელობის შემდეგ ჯაფარიძე გიგა ბოკერიას მიეკედლა და როგორც იქნა, აგენტის აგენტად გაფორმდა“- ამის შესახებ ზაზა შათირიშვილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ წერს.
როგორც შათირიშვილი გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, „დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ბოკერიას გავლით იღებდა ეს კაცი დავალებებს და ყველაფერს მეტ-ნაკლები წარმატებით, თუმცა კი დიდი ენთუზიაზმით ასრულებდა. პარალელურად, სამშობლოსა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი, აზარტში შესული ჯაფარიძე ჯიუტად ცდილობდა პატრონებთან პირდაპირ ხაზზე გასვლას. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ის სკანდალური ტელე-ეთერი, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა სკანდალური პასუხები გასცა წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვებს“. შათირიშვილი ჯაფარიძის იმ ინტერვიუს იხსენებს, სადაც ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის არც კათოლიკოს პატრიარქი, არც მშობლები ავტორიტეტები არ არიან და ღმერთი არ არსებობს.
როგორც ფილოსოფოსი აღნიშნავს ზურაბ ჯაფარიძემ კარგად იცოდა, რომ ამ ეთერის გამო ხალხის აღშფოთებას გამოიწვევდა, თუმცა შეგნებულად გააკეთა, რადგან „ეს იყო გამოცდა, ერთგვარი ტესტი პატრონების წინაშე, რომელიც მან პირდაპირ ეთერში ჩააბარა და ამ ფორმით შეუთვალა უცხოელებს, რომ მათ სამსახურში ყოფნა და დავალებების შესრულება სურს.“
„განა ჯაფარიძემ არ იცოდა, რომ ამ ეთერის გამო ქართველი ხალხის რისხვა დაატყდებოდა თავს? განა არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი, ისედაც მიზერული რეიტინგი ამ პროვოკაციის შემდეგ სულ მთლად განულდებოდა? რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, თუმცა შეგნებულად გააკეთა.
ჩათვალეთ, რომ ეს იყო გამოცდა, ერთგვარი ტესტი პატრონების წინაშე, რომელიც მან პირდაპირ ეთერში ჩააბარა და ამ ფორმით შეუთვალა უცხოელებს, რომ მათ სამსახურში ყოფნა და დავალებების შესრულება სურს. ჯაფარიძის ამ ნაბიჯმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის პოლიტიკურ კარიერაში. როგორც ჩანს, აგენტურისათვის დავალებების მიმცემი უცხოელები ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ მისი სახით საქართველოში კიდევ ერთი ყურმოჭრილი მონა მიიღეს და საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა – გირჩი წარმატებით ჩაეწერა ქართული წარმოშობის უსამშობლო აგენტურათა სიაში.
დიახ, სწორედ ასეთ „სტანდარტებს“ უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც პატრონები შემდგომში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამუშავებენ. მათ საჯაროდ უნდა უარყონ მშობლები, ღმერთი და სამშობლო. საპირწონედ კი, უნდა გაუწიონ პოპულარიზაცია ნარკოტიკების მოხმარებას, გარყვნილების პროპაგანდას და ყველაფერ გაუკუღმართებულს, რაც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ემუქრება. ახლა ჯაფარიძეს თავი დავანებოთ და აქაური აგენტურის სხვა წარმომადგენლებს გადავხედოთ, რითაც დავრწმუნდებით, რომ ყველა მათგანი სწორედ ზემოთჩამოთვლილი „სტანდარტებით“ არიან შერჩეულნი. იგივე ბოკერია, გვარამია, სააკაშვილი, გახარია, უსუფაშვილი, ხაზარაძე… ჩამონათვალი გრძელია, თუმცა მათ საერთო თვისებები აერთიანებთ. ყველა მათგანი ეკლესიის და სამშობლოს მაგინებელია, სამაგიეროდ თითოეული მათგანი მუხლმოდრეკით დგას ლგბტ პროპაგანდისა და ანტიეროვნული იდეების სამსახურში“-აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.