გიორგი ბარამიძე – პუტინისტური რეჟიმის მიერ გამოფენილი ბანერები მათი უღირსობის, უკიდურესი და უკიდეგანო უნამუსობის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურებაა

რაც შეეხება ახალ საარჩევნო ბანერებს, რომელიც გამოფინა პუტინისტურმა რეჟიმმა, ეს მათი უღირსობის, უკიდურესი და უკიდეგანო უნამუსობის კიდევ ერთი სამარცხვინო დადასტურებაა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ გამოკრულ ბანერებზე შინაარსით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.
ბარამიძის თქმით, ამით ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ვიღაც მოატყუონ, მაგრამ თავადაც კარგად ხვდებიან, რომ ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებენ და ვერ დააშინებენ.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ მთელი ამ 12 წლის განმავლობაში ხალხმა დაინახა, როგორი მატყუარები არიან,რომ კეთილდღეობას თავიანთი ოჯახებისთვის იშენებენ, რომლებმაც მიითვისეს ტყე, მიწები, ბიზნესები, თავისთვის გაიკეთეს უფასო დენი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხი ბრძენია, ნამდვილად არ მოტყუვდება, არც შეშინდება და არც მტერს დაუჩოქებს, როგორც ამას ჩვენი გმირები არ აკეთებდნენ, არც ბოდიშს მოუხდის. ამ რეჟიმს 26 ოქტომბერს, აუცილებლად დიდი უმრავლესობით ხელისუფლებიდან გაუშვებს“, -განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ