გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, -ჰეზბოლას კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს ომში, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს.
ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია არავის ინტერესებშია და მხარეებს მოუწოდა, ძალადობა შეწყვიტონ და „სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან დაიხიონ“.
„წინააღმდეგ შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანები უფრო დაიტანჯებიან და გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს და ისეთი შედეგებით, რომლის განჭვრეტა არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
ამასთან, სტარმერმა ხაზი გაუსვა ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და „ჰამასი“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას.
„ყველას გვარცხვენს ის, რომ ღაზაში ტანჯვა სულ უფრო მატულობს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

ასევე დაგაინტერესებთ