– წინადადებები უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რაც მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ს განცხადებით, წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მ ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის ნაწილი დათმოს, მიუღებელია.
უკრაინის პრეზიდენტ სთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰარისმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის პირველ სამიტზე მან ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ეს უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ხალხის ნებას და გაეროს წესდების პრინციპებს.
„თუმცა, გულწრფელად გაგიზიარებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩემს ქვეყანაში არიან ისეთები, რომლებიც, ნაცვლად ამისა, აიძულებენ ს დათმოს სუვერენული ტერიტორიის დიდი ნაწილი, მოითხოვენ უკრაინის ნეიტრალიტეტზე დათანხმებას. ეს წინადადებები იგივეა, რაც პუტინის და მოდით ვიყოთ მკაფიო: ეს არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რომელიც სახიფათო და მიუღებელია“, – აღნიშნა ჰარისმა.
შეგახსენებთ, კამალა ჰარისს ვაშინგტონში შეხვდა და უკრაინის “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან