სქემა გაშიფრულია. სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსანი “მთავართან” რუსული სანქცირებული ტვირთის ქვეყნიდან გატანის დეტალებზე საუბრობს. ქართული მხარის ხელშეწყობით და საერთაშორისო სისტემების გვერდის ავლით რუსეთში მყოფი გემები ბათუმის პორტში ფიქსირდებობდნენ, რაც ავტომატურად გზას უხსნიდა ხომალდებს, რომ უპრობლემოდ გადაეზიდათ სანქცირებული პროდუქტი იქ, სადაც ოკუპანტი სახელმწიფოსთვის საზღვრები ჩაკეტილია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს უკიდურესად სახიფათო სქემაა და დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს რეპუტაციას.