სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს, კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის პრემიერს, რომლზეც მაისში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, ახლა კონვერტით ტყვია გაუგზავნეს.
კონვერტზე ფოსტის შემოწმებისას გაამახვილეს ყურადღება ს მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა. მასში მოთავსებული ტყვია რენტგენმა გამოავლინა.
მომხდარი ბრატისლავის სამხარეო პოლიციის წარმომადგენელმა მიხალ ზეიფმა დაადასტურა. ინციდენტის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.
სლოვაკეთის 56 წლის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა 15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მოხდა. რობერტ ფიცო მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. ამ დროს მას ესროლა შეიარაღებულმა პირმა.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი აღმოჩნდა 71 წლის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. მას წაყენებული აქვს ტერორიზმის მუხლი, რაც 25-წლიან ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
ფიცოს პარტიამ, “სმერმა”, მთავრობის მეთაურის კრიტიკოსებს დააკისრა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.
მემარცხენე-პოპულისტი ფიცო 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, მისმა მთავრობამ სამხედრო დახმარება შეუჩერა ს, იგი “რუსეთთან ურთიერთობის სტანდარტიზაციის” მომხრეა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება