პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმა ა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ჯ ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ – ბ.ჯ. და თ.ზ., თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: მათი მიზანი იყო ჩვენი დასჯა, მაგრამ ვერ დაგვშალეს – ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი, ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას

კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა, არ დაუშვას აქციის მონაწილეების უკანონო დაკავება და მისცეს მათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა