ვახტანგ გომელაური პოლიციის აკადემიაში გამართულ ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილეებთან – იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, პოლიციის აკადემიაში ძიუდოს შიდა ტურნირს დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურნირს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
ძიუდოს შიდა ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის 170-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ტურნირი ძიუდოს საერთაშორისო წესების მიხედვით, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებულები საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მსაჯთა კოლეგიამ გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და თანამშრომელთა წახალისების მიზნით, სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებას პერიოდულად მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – მდინარაძის „ჩახსნით“ ძალოვან ბლოკზე კობახიძის ძალმოსილება განულებულია, ჩანს, რომ გენერალ მდინარაძის მიმართ ივანიშვილის ნდობა შემცირებულია, თინა რუხაძე კი მოხსნეს, 2 კვირის წინ „გრძელვადიან გეგმებზე“ საუბრობდა

ირმა ინაშვილი: პარლამენტმა შეცვალოს “დანოსების შესახებ” საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები, 37- იან წლებს რომ აცოცხლებს, გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ, არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს