ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო