„ანტი-ერდოანის“ კამპანიით რუსეთის სპეცსამსახურები თურქეთსა და შვედეთს შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდნენ

რუსეთის სპეცსამსახურები გეგმავდნენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესში ჩარევას, კერძოდ, ამ ქვეყნებსა და თურქეთს შორის წინააღმდეგობების გაღვივების გზით. ამის შესახებ ორშაბათს ფინურმა სამაუწყებლო კომპანია Yle-მ ჟურნალისტების მიერ მიღებული დოკუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა. საკუთარი წყაროების გარდა, Yle ასევე ცენტრ „დოსიეს“ იშველიებს.
Yle-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში შვედეთსა და ფინეთში კამპანიის გეგმებზეა საუბარი. „დოსიეს“ ცენტრმა, სავარაუდოდ, მოიპოვა დოკუმენტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ამ კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები პარიზშიც მოაწყვეს. ამის შესახებ Yle-ს გამომძიებელმა ილია როჟდესტვენსკიმ განუცხადა.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ შვედეთში „ყურანის დაწვის“ ინციდენტებმა გამოიწვია დაძაბულობა თურქეთთან ურთიერთობაში და გაცემულია რეკომენდაცია ისეთი ზომების მისაღებად, რომლებიც მიზნად ისახავს მათ კიდევ უფრო გამწვავებას. კერძოდ, საუბარია ევროპის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვაზე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის პირდაპირი შეურაცხყოფით, ასევე ანტიისლამური და ანტი-თურქული წარწერების გამოქვეყნებაზე. ეს ყველაფერი სოციალურ მედიაში უნდა გაშუქებულიყო. დოკუმენტში, რომლის ამონარიდიც Yle-მ გამოაქვეყნა, ამ ქმედებას “ერდოანის საწინააღმდეგო პროექტი” ჰქვია.
„დოსიეს“ თანახმად, ცენტრმა მიიღო წვდომა რუსეთის დაზვერვის ოფიცრების მოხსენებაზე, რომელშიც პარიზში 2023 წლის მარტში გამართულ ერთ-ერთ ასეთ ოპერაციაზეა საუბარი. იმ დროს, ანტიისლამური ლოზუნგებით არაერთი დემონსტრაცია გაიმართა, სადაც რეჯეპ ტაიპ ერდოანიც გააკრიტიკეს.
· თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.
· რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ერთმანეთთან კარგ პირადი ურთიერთობებსაც არაერთხელ გაუსვეს ხაზი.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო