პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტში გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი , თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების: იყალთოს, რუისპირის, ახატელისა და ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოქალაქეებთან შეხვედრისას, დელეგატმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის განხორციელდა.
„აღნიშნულ სოფლებში მოძრაობს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსები ემსახურებიან მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას. ხოლო, სოფელ იყალთოში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სოფელ ვარდისუბანში კი ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებმა ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში იზეიმეს. დელეგატის თქმით, სოფელ რუისპირში ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები და ახლო მომავალში რუისპირის მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღი ექნება. ასევე, მოწესრიგდა წყალმომარაგების და გზების ინფრასტრუქტურა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, პარლამენტის წევრი – გელა სამხარაული, ქალაქის მერი – ლევან ანდრიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უკრაინას დღეს არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება – ორივე არჩევანი, რაც უნდა აირჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის, სწორედ ეს იყო ის გზა, რომლისკენაც ჩვენ ოპოზიცია და „ენჯეოები“ გვიბიძგებდნენ

შალვა პაპუაშვილი – ევროპელი ლიდერებისგან პირველად მოვისმინეთ, რომ ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას უნდა ჰქონდეს უკრაინის და ევროპის თანხმობა – უკრაინას დაემატა ევროპა, როგორც აქტორი შეთანხმების, ეს დამაფიქრებელია