გიორგი მარგველაშვილი „ძლიერ საქართველოს“ უერთდება

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ უერთდება.
გაერთიანების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, დღეს გასაჯაროვდება.
მანამდე „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო წარწერით „წინ მხოლოდ გამარჯვებაა“. არაფორმალურ გარემოში გადაღებულ ფოტოზე გიორგი მარგველაშვილი, , ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე, დავით გამყრელიძე და დავით რაქვიაშვილი ჩანან.
შეგახსენებთ, რომ უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებაზე. მოლაპარაკებები პრეზიდენტ ს შუამავლობით მიმდინარეობდა.
“ძლიერი საქართველო” აერთიანებს “ლელოს”, “მოქალაქეებს”, “თავისუფლები მოედანსა” და ანა დოლიძის პარტიას “ხალხისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?