ნატახტარის გზატკეცილზე ქეი ეფ სის მე-19 რესტორანი გაიხსნა

“ქეი ეფ სი საქართველო” , რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს – კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეცხრამეტე ობიექტი გახსნა.
ქეი ეფ სი-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ნატახტარში უმასპინძლებს.
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული ,საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში () კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელიგაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში “ქეი ეფ სი-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს , კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ნატახტარში მდებარე “ქეი ეფ სი” გათვლილია 100-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან – 22:00 საათამდე , თან წაღების სერვისით სარგებლობა ასევე იქნება შესაძლებელი 10 საათიდან – 22:00 საათამდე.
შეგახსენებთ რომ “ქეი ეფ სის” რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.