ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს უკრაინის ომიდან გაიყვანს

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი ამერიკელებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 24 სექტემბერს, ჯორჯიის შტატში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი დაადანაშაულა, რომ მათ უკრაინის ომში შეიყვანეს და ვეღარ გამოჰყავთ.
დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამას გაუმკლავდება და მოლაპარაკებებს მიაღწევს.
„ბაიდენი ამბობს, არ წავალთ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მაგრამ რა იქნება, თუ ისინი() გაიმარჯვებენ?!“ – მიმართა ტრამპმა მხარდამჭერებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს ადრეც არაერთხელ უთქვამს, რომ ში ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია.
დემოკრატები მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინის შესახებ ტრამპის პოზიციას. კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის განცხადებით, თუ აშშ უკრაინას მიატოვებს, პუტინი კიევში იჯდება და მზერა მიპყრობილი ექნება დანარჩენი ევროპისა და ამერიკის ნატოელი მოკავშირეებისკენ.
აშშ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში პირდაპირ ჩართული არ არის, თუმცა, კიევს უწევს მასშტაბურ დახმარებას.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის სექტემბრამდე უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო დაახლოებით 55,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეისადმი მიმართვისას ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდა უკრაინისა და მისი თავისუფლების მხარდაჭერისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული