კახა გოგოლაშვილი – ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დაბლოკავს გაფართოების პაკეტს მთლიანად, რომელშიც შედის უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ასევე ჩვენი საკითხი – ასეთი მიდგომით თვითონაც იგდებს თავს გარკვეულ მახეში

ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დაბლოკავს მთლიანად გაფართოების პაკეტს, რომელშიც ჩვენი საკითხიც შედის – სთან დაკავშირებით მისი მოტივაცია ერთი მხრივ შეიძლება არის ფული, მეორე მხრივ კი რუსეთთან პარტნიორობის თემა, – ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება.
მისი თქმით, ასეთი მიდგომით ორბანი თვითონაც იგდებს თავს გარკვეულ მახეში. გოგოლაშვილის განმარტებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ სამართლებრივი ბერკეტი, რათა ქვეყანას, რომელიც კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლების პრინციპებს არღვევს, ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას.
„ის [ვიქტორ ორბანი] ამბობს, რომ დაბლოკავს გაფართოების პაკეტს მთლიანად, რომელშიც შედის უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინას და რა თქმა უნდა, ჩვენი საკითხი. თუ ბლოკავს ამ გადაწყვეტილებას, პაკეტი იბლოკება. ევროკომისიამ წარადგინა ანგარიში და შეთავაზება, რომელიც არის პაკეტის სახით, ეს პაკეტი ან უნდა მიიღონ, ან უნდა დაბლოკონ. ცალ-ცალკე არ ეყრება კენჭი, ერთიანად ეყრება.
უკრაინასთან დაკავშირებით, შეიძლება აქ მარტო ეს მოტივაცია არაა – „მომეცით ფული, მაპატიეთ დარღვევები კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების სფეროში და მაშინ პაკეტს მოვაწერ ხელს“. მეორე მიდგომა არის უკრაინის საკითხი, სადაც ასევე არის მისი რუსეთთან პარტნიორობის საკითხი. უკრაინის თემა საკმაოდ რთულია, ორბანის მთავრობის პრეტენზიები უკრაინის მთავრობასთან. უნდა, რომ უკრაინის მთავრობისგან მიიღოს გარკვეული ავტონომიის უფლებების გარანტიები, მაგალითად უნგრელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც კარპატების რეგიონებში ცხოვრობენ. ალბათ თავისთავად იმასაც ცდილობს, რუსეთთან ითამაშოს ბუფერის, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემაფერხებელი აქტორის როლი. მაგრამ ძირითადად ალბათ არის 22 მილიარდის საკითხი, საიდანაც ჰპირდებიან დაახლოებით 1 მილიარდ თანხას. ჩასული იყო შარლ მიშელი. მაგრამ ამაზე ჯერჯერობით ორბანმა უარი თქვა. შემდეგ როგორ განვითარდება, მარტივად არაა საქმე . ასეთი მიდგომით ორბანი თვითონაც იგდებს თავს გარკვეულ მახეში, რამაც შეიძლება ძლიერად დააზიანოს უნგრეთის ინტერესები. ამაზე ხშირად არ საუბრობენ, მათ შორის არც ევროკავშირის წარმომადგენლები, რადგან თითქოს ეს ხელშეუხებელი თემაა. მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ სამართლებრივი ბერკეტი, რომ ქვეყანას, რომელიც კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პრინციპებს არღვევს, ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას. რთული პროცედურაა – პირველ ეტაპზე 30%-ის რაოდენობის ქვეყნებმა უნდა წარადგინონ განაცხადი, რომ ეს საკითხი განხილული იქნას, შემდეგ 4/5-მა კენჭი უნდა უყაროს და დაადასტუროს, რომ დარღვევებს აქვს ადგილი. შემდეგ ეტაპზე, თუ ეს საკითხი 4/5-ით გავიდა, საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა, რათა ქვეყანას ხმა ჩამოერთვას. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში დამრღვევი ქვეყანა მონაწილეობას აღარ იღებს. ანუ ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 22 ქვეყანას შეუძლია, თუ კონსენსუსი მოხდა, უნგრეთს შეუჩეროს [ხმის მიცემის უფლება]. მაგრამ ეს ხომ უკიდურესი ზომა იქნება. მთლიანობაში ევროკავშირის ერთიანობას ეხება და ესაა ზომა, რომლის შემდეგაც ხელისუფლებასთან ურთიერთობა და მისი შემორიგება რთული იქნება “,- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში წევრობას არ ეთანხმება. როგორც ის აცხადებს, უკრაინის ევროკავშირში წევრობა ამ მომენტისთვის არ ემთხვევა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ პრემიერი ორბანი მიიჩნევს, რომ ოფიციალური სთვის „სტრატეგიული პარტნიორობა“ უნდა იქნეს შეთავაზებული იქამდე სანამ დაიწყება მოლაპარაკებები მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.