გიგა ლემონჯავა – საქართველოს ყველა მეგობარი ხედავს, რომ 26 ოქტომბერს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები

საქართველოს ყველა მეგობარი ხედავს, რომ 26 ოქტომბერს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა წევრმა გიგა ლემონჯავამ ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით 26 ოქტომბრის არჩევნების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.
“ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ძალიან კარგად ესმით საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი, ამ არჩევნების მნიშვნელობა. ამ არჩევნებს არც დასავლეთში, არც ევროპაში არავინ უყურებს, როგორც ჩვეულებრივს. საქართველოს ყველა მეგობარი ხედავს, რომ ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც ერთ მხარეს დგას რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მეორე მხარეს დგას დემოკრატიული ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა.
სასიხარულოა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით ამ არჩევნების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. პარტნიორების სადამკვირვებლო მისიის მასშტაბი, დამოკიდებულებები ნათელს ხდის იმას, რომ მათი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ არის სწორი”,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ასევე დაგაინტერესებთ