ვლადიმერ სოლოვიოვმა პრეზიდენტ პუტინს გადადგომისკენ მოუწოდა

ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ ს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ვარიანტია პრეზიდენტ პუტინის გადადგომა. ამის შესახებ haqqin.az იუწყება.

სოლოვიოვი ვარაუდობს, რომ უმაღლესი მთავარსარდლის, ანუ პუტინის გადადგომა ფრონტზე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი შესაძლებლობაა.

„არ არის საკმარისი იმათი გასამართლება, ვინც დანაშაული ჩაიდინა. თანამდებობებზე უნდა იყვნენ დანიშნული ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით, თუ როგორ გააკეთონ საქმე ეფექტიანად, სწრაფად და გასაგებად. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სამინისტროში იქნებიან ისინი და რა სახელი ექნება ამა თუ იმ უწყებას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერია კატა. მთავარია, რომ ის თაგვებს იჭერდეს.

მოდით კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე გადავიდეთ. თუ ამისთვის უმაღლესი მთავარსარდლის გადადგომაა საჭირო… როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, მე ხელფასს იმისთვის არ მიხდიან, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მივიღო, მაგრამ მოდით, უკეთესი ავიღოთ, ავიღოთ ჩვენი ისტორიული გამოცდილება, და გადავჭრათ ისეთი მეთოდებით, რაც დღეს და ახლაა აუცილებელი“, – განაცხადა ვლადიმერ სოლოვიოვმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვი უკვე დიდი ხნის განმავლობაში კრემლის და რუსეთის ხელისუფლების მთავარ რუპორად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პარტნიორებს ერთადერთი ინტერესი აქვთ, რომ ქართველმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან გარემოში გამოხატოს პოლიტიკური ნება და აირჩიოს მთავრობა, რომელიც სურს – ნათელია, რომ არჩევნებში “ქართული ოცნება” მარცხდება