ბელარუსის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინს შეხვდა. მიმდინარე წელს ეს ლუკაშენკოსა და სი ძინ პინის მეორე შეხვედრაა.
ბელარუსის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის ახლო მოკავშირე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის დედაქალაქში. ბელარუსი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის “სამუშაო ლანჩის” მიღება შედგა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა.
ბელარუსის ეკონომიკა დასავლური სანქციების გამო რთულ მდგომარეობაშია და დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული.
“ჩინეთი მზადაა განაგრძოს სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობა ბელარუსთან ერთად; პრაქტიკული თანამშრომლობის წახალისება და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება”, – თქვა სი ძინ პინმა ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინური მედია ავრცელებს.
ჩინური მედიის თქმით, სი ძინ პინმა განაცხადა, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერება ინდუსტრიული მიმართულებითაც.
ჩინეთი, რომელსაც ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს, 2021 წელს ბელარუსის ეკონომიკურ პარტნიორებს შორის მე-7 ადგილზე იყო. ში ომის დაწყებამდე, ჩინეთი ბელარუსის სიდიდით მეორე იმპორტიორიც იყო, თუმცა პირველ ადგილზე რჩებოდა.
როგორც ბელარუსის მედიაში იწერება, ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კომერციული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.