მაია ბითაძე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ისაუბრეს გარემოსდაცვითი განათლების დარგის კვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს ამ მიმართულებით ხელშეწყობასა და დახმარებაში.
„ევროკავშირის წარმომადგენელმა ცალსახად აღნიშნა, რომ საქართველოს გზა მიმართულია ევროკავშირისაკენ და კანდიტატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდგომ საქართველოს მრავალი ახალი ვალდებულება ექნება. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ,,მწვანე შეთანხმებაზე” (European Green Deal), რომელიც სხვადასხვა ვალდებულებებს წარმოშობს ქვეყნებისათვის. შესაბამისად, კონკრეტული მიმართულებებით გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოსათვის.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მომავალ თანამშრომლობაზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმების მცოდნე სპეციალისტების გადამზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და დონორი ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ ამ პროცესს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”