ციმბირში ტემპერატურა -50 გრადუსამდე დაეცა, მოსკოვში თოვლმა ფრენები შეაფერხა

ციმბირის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა -50 გრადუსამდე დავარდა. მოსკოვში რეკორდულად დიდი რაოდენობის თოვლი მოვიდა, ქარბუქმა და უხვმა ნალექმა ფრენებიც შეაფერხა. მთელი ს ტერიტორიაზე ზამთარი განსაკუთრებულად ცივია.
მოსკოვშ თოვლმა ორშაბათს აეროპოერების ასაფრენი ბილიკები დაფარა. “რია ნოვოსტის” ცნობით, გადაიდო, სულ მცირე, 54 რეისი, 5 კი გაუქმდა. ამ კვირაში მოსკოვში ტემპერატურის -18 გრადუსამდე დაცემას ვარაუდობენ.
ს ჩრდილო-აღმოსალეთით, იაკუტიაში, სახას რესპუბლიკაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცივ ქალაქში ტემპერატურა მინუს 50-ზე დაბლა დაეცა. სახაში ასეთი სიცივე ამ დროისთვის უჩეულოდ ნაადრევია. ეს რეგიონი სიდიდით ინდოეთს სულ მცირედით ჩამოუვარდება. მისი დედაქალაქი, იაკუტსკი მოსკოვიდან 5 000 კმ-ითაა დაშორებული და იქ ტემპერატურა დაახლოებით -48 გრაადუსია.
50 გრადუსამდე ტემპერატურის დაცემა ბოლო წლებში უფრო და უფრო ხშირად ხდება. ამასთან, კლიმატის ცვლილების გამო, ზოგიერთ ნაწილში ყინულოვანი ფენები ლღვება კიდეც.

ასევე დაგაინტერესებთ