მსოფლიოს განვითარების ბანკებმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში რეკორდული, $125 მლრდ–ის ინვესტიცია განახორციელეს

მსოფლიოს განვითარების ბანკებმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში რეკორდული, $125 მლრდ–ის ინვესტიცია განახორციელეს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ანგარიშის მიხედვით, მრავალმხრივი განვითარების ბანკებმა (MDB) 125 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს 2023 წელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც რეკორდული თანხაა. აქედან 74,7 მილიარდი დოლარი გამოიყო დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, მათ შორის 46,9 მილიარდი დოლარი საინვესტიციო მიზნებისთვის სესხების სახით.
2022 წელს კლიმატის გლობალურმა დაფინანსებამ შეადგინა $111,2 მილიარდი, საიდანაც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოვიდა $60,9 მილიარდი.
ვრცლად interfax – ზე