საქართველოდან ნავთობის ექსპორტმა $61 მილიონს მიაღწია

2024 წლის რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 62 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით არის გაზრდილი. ექსპორტის მოცულობამ 94 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით სამჯერ მეტია.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან წელს ყველაზე მეტი – 21 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტი ნიდერლანდებში განხორციელდა, შემდეგ ადგილებს 12 და 11.8 მილიონი დოლარის ექსპორტით სომხეთი და აზერბაიჯანი იკავებენ.
საქართველოდან ნავთობის ექსპორტის სტატისტიკა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში:

ასევე დაგაინტერესებთ